
ბესელია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციას ტოვებს
23/06/2020 11:10:12 საშინაო პოლიტიკა
დეპუტატი ეკა ბესელია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციას ტოვებს. მან ბიუროს შესაბამისი წერილით 22 ივნისს მიმართა.
როგორც საქართველოს პარლამენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში "ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია არიან.
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კი მმართველი გუნდის წარმომადგენელ ენძელა მაჭავარიანთან ერთად სათადარიგო შემადგენლობაშია.