Accentnews.ge
რუსი სამხედროები აფხაზეთის ქალაქებსა და სოფლებს ომის დროინდელი სიმღერებით ჩამოუვლიან

რუსი სამხედროები აფხაზეთის ქალაქებსა და სოფლებს ომის დროინდელი სიმღერებით ჩამოუვლიან

23/06/2020 12:42:11 კონფლიქტები

დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის თანამშრომლები და სამხედრო მოსამსახურეები 24 ივნისს აფხაზეთის ქალაქებსა და სოფლებს შემოივლიან, - იუწყება რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს-სამსახური.

მისივე ცნობით, სამხედრო მანქანების კოლონა დილის 9 საათიდან ომის დრონდელი სიმღერების ფონზე იმოძრავებს, სამხედროები კი საბჭოთა ჯარისკაცების ფორმებში იქნებიან გამოწყობილები და ხელში რუსეთის დროშებს დაიჭერენ.

“წინა გამოცდილების გათვალისწინებით, ველით, რომ ავტოკოლონას საკუთარი მანქანებით აფხაზეთის არაერთი მკვიდრი შეუერთდება», – ნათქვამია ინფორმაციაში.

24 ივნისს მოსკოვში, ეპიდემიის მიუხედავად, სამხედრო აღლუმია დაგეგმილი. მიწვეული უცხოელი ლიდერების უმრავლესობამ სხვადასხვა მიზეზებით რუსეთში ჩასვლაზე უარი განაცხადა. სამაგიეროდ აღლუმზე დასასწრებად მოსკოვს უკვე ეწვია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S