Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილმა მაიორი ქვინთინ დოლი გიორგი კვინიტაძის მედლით დააჯილდოვა

ირაკლი ღარიბაშვილმა მაიორი ქვინთინ დოლი გიორგი კვინიტაძის მედლით დააჯილდოვა

23/06/2020 12:53:17 თავდაცვა, რეკლამა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაიორი ქვინთინ დოლი გიორგი კვინიტაძის მედლით დააჯილდოვა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენელს უწყებრივი მედალი საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისათვის გადაეცა. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში.

მაიორი ქვინთინ დოლი საქართველოში სამი წლის განმავლობაში მსახურობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S