Accentnews.ge
ცხინვალი რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნას 31 ივლისამდე არ აპირებს

ცხინვალი რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნას 31 ივლისამდე არ აპირებს

23/06/2020 13:35:34 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლება რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნას 31 ივლისამდე არ აპირებს. მანამდე შეზღუდვის ვადა 30 ივნისამდე იყო განსაზღვრული.

როგორც ოპერატიული თათბირზე აღინიშნა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

შეზღუდვა არ ვრცელდება ე.წ. “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის” მქონე პირებზე, რომლებიც რუსეთიდან სპეციალურად შემუშავებული განრიგით ბრუნდებიან, ასევე სხვადასხვა დელეგაციების წევრებზე, რუს სამხედროებზე, გადამზიდავი კომპანიების სატვირთო მანქანების მძღოლებზე, ე.წ. საელჩოების თანამშრომლებზე.

სადღეისოდ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფიცირების სულ 84 შემთხვევაა აღრიცხული, 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფიცირების შემთხვევების უმრავლესობაა რუსეთიდანაა იმპორტირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S