24 ივნისს ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება

23-06-2020 19:00:43 რეგიონები ,რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 24 ივნისს ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება.

„შპს „ჯავახავტოგზის“, მიერ, 2020 წლის 23 ივნისს, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ33-კმ66 მონაკვეთზე დაგეგმილი, ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდის სამუშაოები სრულად ვერ მოესწრო, რის გამოც აღნიშნული სამუშაოები კმ43-კმ66 მონაკვეთზე განხორციელდება 24 ივნისს.

სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დღის განმავლობაში, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 20 წუთიანი ინტერვალებით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები