Accentnews.ge
თამარ გაბუნია: "ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება"

თამარ გაბუნია: "ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება"

24/06/2020 06:30:14 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ცნობით, გასულ დღე–ღამეში დაფიქსირებული კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებული, რაც იმის ნიშანია, რომ ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელება არ ხდება.

როგორც მან აღნიშნა, ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება.

„ამ დროისთვის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება. სამივე შემთხვევა არის იმპორტირებული. ესეც ნიშანია იმის, რომ ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელება არ ხდება. როგორც ჩანს, იმ მაკონტროლებელი ღონისძიებებით, რასაც დღეს ჩვენ ვიყენებთ, ეფექტურად ხერხდება ეპიდემიის კონტროლი,"- განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისათვის: საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S