Accentnews.ge
#82 სამარშრუტო ტაქსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

#82 სამარშრუტო ტაქსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

24/06/2020 07:03:21 სამართალი

კახეთის გზატკეცილზე #82 სამარშრუტო ტაქსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთი მგზავრი დაიღუპა.

როგორც კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, უმძიმეს მდგომარეობაშია მიკროავტობუსის მძღოლი და მეორე მგზავრი.

მათივე განმარტებით, წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო მანქანა უკან სვლით მოდიოდა, რა დროსაც მიკროავტობუსთან შეჯახება მოხდა.

„კახეთის გზატკეცილზე მოძრავი მგზავრებით დატვირთული სამარშუტო ტაქსი ხაზის ნომრით 82, წინასწარი ვერსიით, უკან სვლით მომავალ სამშენებლო მასალით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი მგზავრი, ხოლო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მეორე მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. დაშავებულია კიდევ რამდენიმე მგზავრი რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება“, - ნათქვამია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ განცხადებაში.

განახლება

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" იუწყება, რომ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა და მედიასაშუალებებს ცრუ ინფორმაცია გაეგზავნათ.

„დღეს დილით კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ფოსტაზე განხორციელდა კიბერთავდასხმა და მოხდა ელექტრონულ ფოსტაში გარედან შეღწევა, რის საფუძველზეც რამდენიმე მედიასაშუალებას დაეგზავნა ცრუ ინფორმაცია. "თბილისის მიკროავტობუსის" კომპიუტერული უზრუნველყოფის დეპარტამენტი მუშაობს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრაზე და მომხდარის შესახებ კომპანია შეატყობინებს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S