მელაძე გაბუნიას საქმეზე ახალი მასალის გამოქვეყნებას აანონსებს
24/06/2020 07:11:46 სამართალი
„ტვ პირველის“ მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა.
„შაბათს „ტვ პირველმა“ მოამზადა, ჩემი აზრით, ბოლო დროის ყველაზე დიდი საგამოძიებო მასალა: ეს ეხება გიორგი გაბუნიას საქმის ფიგურანტს ვასამბეკ ბოკოვს. ის დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ დიდი შრომის შედეგად მოვიპოვეთ, ბევრ კითხვას სცემდა პასუხს, რომელზეც მანამდე არ გვიპასუხა არც სუს-მა და არც პროკურატურამ, - განაცხადა გამოკითხვაზე შესვლამდე მელაძემ.
მელაძე ამბობს, რომ თავად ფლობენ ბევრად მნიშვნელოვან დოკუმენტაციას, რომელსაც საზოგადოება მომდევნო სიუჟეტში იხილავს.
„ამ ჟურნალისტური გამოძიებისას მთავარი კითხვა, რომელსაც გაეცა პასუხი, არის თუ არა ვასამბეკ ბოკოვი ის ადამიანი, რომელიც ახლა იხდის სასჯელს, რადგან მისი ძმა ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მან რამდენჯერმე ნახა ჩანაწერი, რომელიც მისი ძმის დაკავებას ასახავს და ის ამბობს, რომ არც სიმაღლით, არც პარამეტრებით, ის მისი ძმა არ ყოფილა, - აცხადებს მელაძე.
იგი ვარაუდს გამოთქვამს, რომ შესაძლოა, ვასამბეკ ბოკოვის ნაცვლად საპატიმროში ახლა სხვა ადამიანი ზის და ამ კითხვებს პასუხი "ტვ პირველის" შაბათის ეთერში გაეცემა.
მელაძის თქმით, დღევანდელი გამოკითხვის დროს კითხვები მხოლოდ შაბათის რეპორტაჟს ეხება, თუმცა თუ იქნება სხვა თემასთან დაკავშირებული კითხვებიც, იგი მაგისტრი მოსამართლეების თანდასწრებით დაკითხვას მოითხოვს.


