მშენებლობის ღირებულება 1 წელში 5.1%-ით გაიზარდა
24/06/2020 08:22:40 ეკონომიკა
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის I კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.3%–ით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.3%-იანი კლებით, რამაც -5.01 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. თუმცა, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 5.1%-ით გაიზარდა.
„ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 9.5 პროცენტიანი ზრდით, ასევე სამშენებლო მასალებზე ფასების 3.3 პროცენტით ზრდით, რაც, შესაბამისად, 2.58 და 1.93 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე“, – განმარტავს საქსტატი.
ქვემოთა ცხრილში წარმოდგენილია 2020 წლის პირველ კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან და წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, ასევე ინდექსის ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები:




