Accentnews.ge
დევნილთა სააგენტო დევნილი ოჯახებისთვის ქუთაისსა და გორში 156 ბინას შეისყიდის

დევნილთა სააგენტო დევნილი ოჯახებისთვის ქუთაისსა და გორში 156 ბინას შეისყიდის

24/06/2020 06:50:35 კონფლიქტები, რეკლამა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის 156 ბინას შეისყიდის. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 156 ახალაშენებული ბინიდან, 135 - ქალაქ ქუთაისში, ხოლო 21 ქალაქ გორში მდებარეობს.

“სამშენებლო კომპანიები, ღია და გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩა. საკონკურსო პირობების თანახმად, დევნილთა სააგენტო ბინებს შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაიბარებს. ამ ეტაპზე, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების შესყიდვის მიზნით სააგენტოს ბიუჯეტიდან 13 მილიონამდე ლარი გამოიყო”,- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S