Accentnews.ge
„როცა ხელისუფლება ქვეყანაში ყველაზე მსხვილ ამერიკელ ინვესტორს ასე ექცევა, სანქცირებული რუსული კომპანია თავისუფალ გარემოშია“

„როცა ხელისუფლება ქვეყანაში ყველაზე მსხვილ ამერიკელ ინვესტორს ასე ექცევა, სანქცირებული რუსული კომპანია თავისუფალ გარემოშია“

24/06/2020 11:06:50 ეკონომიკა

კომპანია „ფრონტერას“ დირექტორი ზაზა მამულაიშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და მისი მოადგილეს კომპანიის თანამშრომლების აშანტაჟებდნენ.

მისი თქმით, ეს აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ამერიკული ბიზნესი მიზანმიმართულად ვიწროვდება იმ ფონზე, როდესაც რუსულ კომპანიებს სასათბურე პირობები ექმნებათ:

„პირადად მინისტრს შეჰყავს შეცდომაში ჩვენი თანამშრომლები. შანტაჟის და სხვადასხვა ზეწოლის მცდელობებსაც ახორციელებს პირადად მისი მოადგილე და სხვადასხვა თანამშრომლები როგორც სამინისტროსი, ასევე ხელისუფლების სხვადასხვა შტოსი. ამ შანტაჟის, მუქარის, დაშინების რეჟიმში ვართ უკვე ძალიან ბევრი თვეა. მაშინ როცა ქვეყანაში ყველაზე დიდ ამერიკულ ინვესტორს ასე ექცევა ივანიშვილის ხელისუფლება, რუსული კომპანია, რომელიც სანქცირებული და კანონითაც არ აქვს უფლება საქართველოში მუშაობის, მაინც განაგრძობს თავისუფალ გარემოში მუშაობას“, - განაცხადა მამულაიშვილმა.

ბრალდებებს უარყოფენ “ქართული ოცნებაში“. კომპანიას, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ურჩია, რომ ლობიზმის ნაცვლად თანხა ინვესტიციებში დახარჯოს:

„მოგებული არბიტრაჟის მიუხედავად მზად ვართ, კონსულტაციები გვქონდეს „ფრონტერასთან“ ნებისმიერ თემასთნ დაკავშირებით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი პროცესში ეთიკური ფორმით იყვნენ ჩართულები და ნაცვლად იმისა, რომ ლობიზმზე ხარჯონ ფული, იგივე ფული სჯობს, ინვესტიციებში დახარჯონ. საქართველოში უამრავი კეთილსინდისიერი ამერიკელი ბიზნესმენი და ამერიკული ბიზნესია, რომელთაც არანაირი საფრთხე არ აქვთ. ერთადერთი გამონაკლისი ფრონტერაა, რომელმაც საკუთარ თავს თავად შეუქმნა პრობლემები და ეს არბიტრაჟის გადაწყვეტილებაში დადასტურდა“,– განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S