Accentnews.ge
თამარ გაბუნია: „არჩევნების დღისთვის პროცესში ჩართულ ადამიანებს ტესტირება არ ჩაუტარდებათ“

თამარ გაბუნია: „არჩევნების დღისთვის პროცესში ჩართულ ადამიანებს ტესტირება არ ჩაუტარდებათ“

24/06/2020 13:26:44 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის პროცესში ჩართულ ადამიანებს ტესტირება არ ჩაუტარდებათ.

როგორც მან "რუსთავი 2"-ის ეთერში აღნიშნა, საარჩევნო პროცესში დაახლოებით, 120 ათასი ადამიანი იქნება ჩართული, ტესტი ვალიდური კი 72 საათის განმავლობაშია. შესაბამისად, ტესტირება გამორიცხულია.

"ტექნიკურად, უბრალოდ, შეუძლებელია და ვერცერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს, ასეთი რაოდენობის ტესტების ჩატარებას - ამიტომ ჩვენ მივმართავთ [დაცვის] განსხვავებულ ფორმას", - თქვა გაბუნიამ.

მისივე თქმით, თუ რომელიმე უბანზე კორონავირუსი რომელიმე პირს დაუდასტურდება, კომისია სრულად ჩანაცვლდება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგები დაზუსტებით ვერ ამბობენ, როგორი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იქნება ამ დროს. გაიჟღერა რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაის შემთხვევაში არჩევნების თარიღი გადაწევის საკითხმაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S