
ნატა ფერაძე: "სახელმწიფომ თქვა, "ხო, ჩვენ გვეშინია კომბლიანი ბიჭის"
17/06/2019 17:06:23 ციტატა
"გამოდის თეთრი ჩოხაში გამოწყობილი რეგვენი და გვაშინებს. სახელმწიფოც ამბობს, "ხო, ჩვენ გვეშინია ამ კომბლიანი ბიჭის, კომბლესი გვეშინია და ამიტომ თქვენ ქუჩაში არ გამოხვიდეთ". სახელმწიფოს ეშინია კომბლესი და ამიტომ ნინო ვერ უნდა გამოვიდეს გარეშ და დროშა ვერ უნდა დაიჭორის. ეს არ არის ორი მხარე, ეს არის ერთი მხარე. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ორგანიზატორებს [პრაიდის], რომ ლუსტრაცია გააკეთეს სახელმწიფოსი. საინტერესო პროცესი მიდის. სახელმწიფოს ახლა საშუალება აქვს, გვანახოს, ვართ ჩვენ სეკურალური სახელმწიფო, თუ თეოკრატიული. დავუშვათ, მე ვარ ათეისტი და ვთქვათ, არ მომწონს ნათლობის ცერემონია, იქ რომ ქვებით მივვარდე, ეს იქნება ორი მხარის დაპირისპირება? არამ ეს იქნება დანაშაული. რით განსხვავდება? რახან ისინი მეტნი არიან, ფული მეტი აქვთ, ოქროში სხედან და გავლენა აქვთ, ამიტომ ითვლება, რომ აქვთ უფლება, უმცირესობა დაჩაგრონ? იგივე ხდება ზუსტად. აქ არანაირი ორი მხარე არ არსებობს"
განაცხადა გარემოსდამცველმა ნატა ფერაძემ "პირველის" ეთერში.
ამავე თემაზე:
შსს–ში შეხვედრა დასრულდა – რაზე შეთანხმდნენ "პრაიდის" ორგანიზატორები და ძალოვანები