
უსუფაშვილი – მარგველაშვილზე: "ჩვენს ურთიერთობაში არაფერს გამოვრიცხავ"
24/06/2020 18:00:11 საშინაო პოლიტიკა
„ლელოს“ ერთ–ერთ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "პარტიული საარჩევნო შრომის ნაწილში საქართველოს ექს–პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან არ თანამშრომლებენ", თუმცა ამ უკანასკნელთან ურთიერთობაში არაფერს გამოვრიცხავენ.
„თუ თანამშრომლობაში (მარგველაშვილთან) ჩავთვლით, არჩევნებში ერთად მივდივართ თუ არა - ეს ასე არ არის. ვართ თუ არა სისტემურ აზრთა ურთიერთგაცვლაზე – ვფიქრობთ და ვაანალიზებთ საკითხებს ერთად საქართველოს მომავალზე პოლიტიკურ ვითარებაზე, ყველაფერ იმაზე, რასაც პოლიტიკური გუნდია დაკავებული, ინტელექტუალური შრომის ნაწილში, ვართ თანამშრომლები. პარტიული საარჩევნო შრომის ნაწილში, თანამშრომლები არ ვართ. ამ წუთის მდგომარეობაში ჩვენს ურთიერთობაში არაფერს გამოვრიცხავ. არის ერთობლივი განსჯა, ხვალინდელი დღის თაობაზე“, - განაცხადა უსუფაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.