
ბიტკოინის ფასი რეკორდულად გაიზარდა
17/06/2019 20:40:25 სხვა, მსოფლიო
ბიტკოინის ფასი შაბათ-კვირას რეკორდულად გაიზარდა. კრიპტოვალუტის ღირებულებამ დღეის მონაცემებით, coindesk-ზე $9 300 შეადგინა. მსგავსი მატება, ბოლო 13 თვის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა. წლის დასაწყისში ბიტკოინის კურსი 3300 დოლარი იყო.
ბიტკოინის გამყარების მიზეზად ანალიტიკოსები გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნაზე მუშაობს.
როგორც დასავლური მედია იუწყება, Facebook-ის დიგიტალური ფულით მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ, სოცქსელში გადახდის ოპერაცია შეასრულონ.
ყველაზე მსხვილ და პოპულარულ სოციალურ ქსელს 2 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ კრიპტოვალუტა მათ შემოსავლების წყაროების დივერსიფიკაციის საშუალებას მისცემს.