Accentnews.ge
ქუთაისში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

ქუთაისში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

25/06/2020 06:02:05 კონფლიქტები, რეკლამა

ქუთაისში მცხოვრები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ადგილზე გაეცნენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ პირებს როგორც განსახლების, ისე დასაქმებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიმართულებით სააგენტოში არსებული პროგრამები დეტალურად გააცნო. სააგენტოს დირექტორმა შეხვედრების მონაწილე დევნილების პრობლემები პირადად მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S