
“გირჩს” სასამართლოში "დეპუტატთა შარდის სიწმინდის წინააღმდეგ" სარჩელი შეაქვს
25/06/2020 08:26:32 სამართალი
პარტია „გირჩი“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის „დეპუტატთა შარდის სიწმინდის წინააღმდეგ“.
საუბარია კანონმდებლობით დადგენილ წესზე, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრობის მსურველები ვალდებულნი, არიან ცსკო-ში რეგისტრაციისთვის წარადგინონ ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
როგორც იურისტი ლევან ჯგერენაია აცხადებს, პარლამენტის დეპუტატს ლეგიტიმაცია ხალხისგან აქვს და არ შეიძლება, დეპუტატობის კანდიდატს დაუწესდეს „ასეთი აბსურდული და დამამცირებელი მოთხოვნა“.