
სამართალდამცველებმა ადვოკატი დააკავეს
25/06/2020 08:56:34 სამართალი
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე ადვოკატი გ.ჩ. დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ადვოკატმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელთან ა.ლ.-სთან ერთად, შუამავალს შესთავაზა ერთ-ერთი თანამდებობის პირისათვის ქრთამის სახით 100 000 ლარის გადაცემა, რის სანაცვლოდაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული უნდა გათავისუფლებულიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
თავის მხრივ შუამავალმა საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას მიმართა.
ასევე ქრთამის მიცემის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ასევე მიმდინარეობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლის ა.ლ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.