Accentnews.ge
თურნავა  – ტურიზმზე: „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტიდან ამოვდივართ“

თურნავა  – ტურიზმზე: „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტიდან ამოვდივართ“

25/06/2020 09:11:57 ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმის ამუშავებასთან დაკავშირებით მთავრობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება და სხვადასხვა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აკვირდება.

„ტურიზმთან დაკავშირებით გავიმეორებ, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტიდან ამოვდივართ. ჩვენი პრიორიტეტული ამოცანაა, რომ ის მონაპოვარი, რასაც ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვა, ჩვენი მოსახლეობის დაცვა და ვირუსის გავრცელების პრევენცია ჰქვია, გავაძლიეროთ. ამ ამოცანიდან გამომდინარე, ჩვენ ივლისშიც საკმაოდ ფრთხილად მოვეკიდებით საერთაშორისო ტურისტებს. აქ რამდენიმე მიმართულება იქნება: ბიზნეს ვიზიტორებისთვისა და სტუდენტებისთვის ცალკე წესი შემუშავდა, რომელიც ჩვენს ბაზარზე გამარტივებულ შემოსვლას გულისხმობს და მალე საჯარო იქნება. ასევე ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თვითონ ევროკავშირი, რომელმაც ჯერ მხოლოდ საკუთარ წევრ სახელმწიფოებს შორის გახსნა საზღვარი მიმოსვლისთვის. ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას არაწევრ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში“,-განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობას მაღალი ალბათობით, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვის ივლისის ბოლომდე გახანგრძლივება მოუწევს, თუმცა სესრულდება ჩარტერული რეისები და ტრანსპორტირების პრობლემა არ შეიქმნება.

ცნობისთვის: როგორც დაანონსებულია, საქართველო „მწვანე ქვეყნებიდან“ საერთაშორისო ტურისტებს 1 ივლისიდან უმასპინძლებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S