
სუს–მა COVID-19–თან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა
25/06/2020 09:18:29 სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "მთავარი არხის" ორ რესპონდენტს არკინაზ გულიევასა და ზანურა ტალიბოვას ჰკითხავენ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი გამოკითხვაზე კორონვირუსის გარდაცვალების გაყალბების საქმეზე დაიბარეს.
მასალა "მთავარ არხის" ეთერში 20 ივნისს გავიდა. მასალაში ისინი აცხადებდნენ, რომ გარდაცვალებულისთვის კოვიდადებითი სტატუსის ჩაწერის სანაცვლოდ მარნეულში ოჯახებს 10 ათას ლარს სთავაზობდნენ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც საბოტაჟს – საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.