Accentnews.ge
შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში ნავთობისა და გაზის მოძიებას OMV Petrom დაიწყებს

შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში ნავთობისა და გაზის მოძიებას OMV Petrom დაიწყებს

25/06/2020 09:20:51 ეკონომიკა

შავ ზღვაზე ნავთობის და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიზენციის მოსაპოვებლად საქართველოს ნავთობის და გაზის სააგენტოს მიერ ჩატარებულ ღია საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა კომპანია OMV Petrom-მა,– ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, OMV Petrom მრავალმილიარდიანი ბრუნვის მქონე ავსტრიული გიგანტის OMV-ის შემადგენლობაშია, ხოლო ნავთობის და გაზის კომპანია OMV „ფორბსის“ რეიტინგით, ავსტრიაში მეორე უმსხვილესი კომპანიაა და მეათეა ევროპის ნავთობმომპოვებელ კომპანიებს შორის.

საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ OMV Petrom-თან ხელშეკრულება უახლოეს ხანში გაფორმდება.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოში ახალი, დიდი და ცნობილი ინვესტორის შემოსვლა ადასტურებს, რომ ქვეყანაში არსებული ბიზნეს-გარემო, მათ შორის ნავთობის და გაზის მოპვების სფეროში, მსოფლიო გიგანტებისთვის გამჭვირვალე, მიმზიდველი და გასაგებია.

ავსტრიული OMV-ის შემადგენლობაში მყოფი OMV Petrom რუმინული კომპანიაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S