
გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება
25/06/2020 12:59:44 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. პროცესზე, დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა, თუმცა, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პროკურატურა გიორგი რურუას კვლავ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, არგუმენტით, რომ რადგან რურუას მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.
შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას გიორგი რურუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.