Accentnews.ge
რამდენი სასტუმრო აკმაყოფილებს საქართველოში პოსტპანდემიურ მოთხოვნებს

რამდენი სასტუმრო აკმაყოფილებს საქართველოში პოსტპანდემიურ მოთხოვნებს

25/06/2020 13:34:12 ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში პოსტპანდემიურ მოთხოვნებს 459 სასტუმრო აკმაყოფილებს. თუმცა, 24 ივნისის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია 1 675 სასტუმრო.

ინფორმაციისთვის: ახალი რეგულაციები სოციალური დისტანციის დაცვას, დეზინფექციას, ოთახების დალაგების ახალ წესებს და სხვა მოთხოვნებს მოიცავს. ყველა სასტუმრო, რომელსაც ოპერირების გაგრძელება სურს, ვალდებულია, გაითვალისწინოს დამტკიცებული რეკომენდაციები და ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდეს, რის შედეგადაც შრომის ინსპექცია განახორციელებს შემოწმებას, რომლის დადებითი დასკვნის საფუძველზე განთავსების საშუალებები შეძლებენ საქმიანობის აღდგენას.

„შემოწმება დაიგეგმა 1 331 სასტუმროში, საიდანაც სავალდებულო მოთხოვნები 459-მა სასტუმრომ დააკმაყოფილა. 291-მა სასტუმრომ კი ვერ დააკმაყოფილა, 581-მა სასტუმრომ განაცხადა, რომ მზად არ არის შემოწმებისთვის და დრო სჭირდება.

ინსპექტირების გავლის შემდეგ სასტუმროების შესახებ ინფორმაციის განახლება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზაში ხდება“, – აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S