Accentnews.ge
სუს–ში კილაძის გამოკითხვა დასრულდა: „ჩემი ინფორმაციით, რუსულ დაკვეთას დეინეკა ასრულებს“

სუს–ში კილაძის გამოკითხვა დასრულდა: „ჩემი ინფორმაციით, რუსულ დაკვეთას დეინეკა ასრულებს“

25/06/2020 15:17:16 სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა ჟურნალისტმა ელისო კილაძემ.

მან გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს საკუთარი ვერსიები გააცნო. კერძოდ, ის ფიქრობს, რომ კრემლი დამკვეთისგან „ისრების“ სხვებზე გადატანას ცდილობს.

„მე პასუხი გავეცი გამოძიების ყველა კითხვას, ერთადერთი კითხვა, რაც იყო განსხვავებული, იყო ის, თუ ბოლოს როდის ვიყავი კიევში. დავაზუსტე, რომ რამდენიმე წლის წინ ვიყავი კიევში. მე მგონია, რომ ეს არის რუსების მიერ შემოგდებული ახალი მიმართულება, რომელიც დამკვეთებისგან ისრების გადატანას ისახავს მიზნად.

რუსულ დაკვეთას ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სწორედ ოლეგ დეინეკა [უკრაინელი ჟურნალისტი]ასრულებს, რომლის ამოცანაც კადიროვის მხრიდან სხვა მიმართულებაზე გაბუნიას მკვლელობის დაკვეთასთან დაკავშირებით ისრების გადატანა“, - განაცხდა ელისო კილაძემ.

კილაძე ამბობს, რომ ოლეგ დეინეკა მას დაახლოებით მარტში დაუკავშირდა და უთხრა, რომ კონსულტაციის გავლა სურდა გარკვეულ პროექტთან დაკავშირებით.

ცნობისთვის: საინფორმაციო სააგენტოს „უკრაინის ახალი ამბების“ დირექტორმა ოლეგ დეინეკამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ

გიორგი გაბუნიას “ნაციონალური მოძრაობის“ ახალ პოლიტიკურ ლიდერად ამზადებდნენ. ის ავითარებს ვერსიას, რომ გაბუნიაზე თავდასხმა ოპოზიციას პოლიტიკური მიზნებისთვის უდა გამოეყენებიდა.

ცნობისთვის: 12 ივნისს, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი დააკავეს. სამიზნე სავარაუდოდ, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია იყო.

15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.19 ივნისს, გამოკითხვის შემდეგ გვარამიამ განაცხადა, რომ დაკავებული პირი არა უშუალოდ შეკვეთის შემსრუელბელი, არამედ ე.წ. მზვერავი იყო.

გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას უკავშირებენ 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის გინებას. ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან, მისი თქმით, "არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს". აღნიშნული მუქარა მან რამდენიმე დღის წინაც გაიმეორა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S