Accentnews.ge
ზელენსკი ევროპელ მხარდამჭერებს მოუწოდებს, რუსეთზე ზეწოლა შეინარჩუნონ

ზელენსკი ევროპელ მხარდამჭერებს მოუწოდებს, რუსეთზე ზეწოლა შეინარჩუნონ

18/06/2019 05:59:14 სხვა, მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი ქვეყნის ევროპელ მხარდამჭერებს მოუწოდა, შეინარჩუნონ ზეწოლა რუსეთზე, რათა დასრულდეს აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტი.

"მშვიდობის ერთადერთი გასაღები არის დიპლომატიური და სანქციებით ამოქმედებული ზეწოლა" - თქვა ზელენსკიმ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, "ამიტომაც, გთხოვთ შეინარჩუნოთ ეს [კურსი]". 

მთავრობის ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ბრძოლას 13 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა 2014 წლის აპრილიდან, მალევე მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსირება განახორციელა. ევროკავშირმა, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს ყირიმის საკითხის და სეპარატისტებსი მხარდაჭერის გამო.

მაკრონი მიესალმა ზელენსკის სურვილს ომი დასრულდეს და პირობა დადო, რომ საამისოდ იმუშავებს ე.წ. "ნორმანდიული ფორმატის" აღსადგენად. ამ ფორმატის წევრები არიან საფრანგეთი, გერმანია, უკრაინა და რუსეთი. ჯგუფს ორი წელია არ გაუმართავს შეხვედრა.

18 ივნისს ზელენსკი ბერლინში შეხვდება გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S