
აზერბაიჯანში COVID-19–ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 15 000–ს უახლოვდება
25/06/2020 16:04:54 კავკასია
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 6 პაციენტი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 291 ადამიანი.
25 ივნისის მდგომარეობით, აზერბაიჯანში ინფიცირების 14 852 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 8 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა, 180 შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა. ამჟამად ქვეყანაში 6 613 პაციენტი მკურნალობს.