Accentnews.ge
შაქარაშვილის ბიძა: „ექსპერტიზით რაც არ უნდა დადგინდეს, ფაქტია, რომ გიორგის გარდაცვალება განპირობებულია წინამდებარე აგრესიით“

შაქარაშვილის ბიძა: „ექსპერტიზით რაც არ უნდა დადგინდეს, ფაქტია, რომ გიორგის გარდაცვალება განპირობებულია წინამდებარე აგრესიით“

25/06/2020 16:26:25 სამართალი

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ოჯახმა საქმის ირგვლივ ცოტა მეტი იცის, ვიდრე საზოგადოება მსჯელობს, თუმცა ვინაიდა ამ ეტაპზე ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს, ამ საკითხებზე არ საუბრობს.

ნიკოლაძის თქმით, ამ ეტაპზე ოჯახისთვის მთავარია, მიიღოს ექსპერტიზის დასკვნა, ცხედარზე დაფიქსირებული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, თუ არა; მოგროვდეს სათანადო მტკიცებულებები, რათა მოგვიანებით არაჯეროვანი მტკიცებულებების გამო სასამართლოს დარბაზიდან არ გათავისუფლდნენ სავარაუდო დამნაშავეები.

„ოჯახის ინტერესია, დაადგინოს სიმართლე... ექსპერტიზით რაც არ უნდა დადგინდეს, ფაქტია, რომ გიორგის გარდაცვალება განპირობებულია წინამდებარე აგრესიით. ეს არის ამ საქმის მთელი დიდი პრობლემა: ბავშვი ღანის 3 საათზე არაგვში საბანაოდ რომ არ ჩავიდოდა, ეს ხომ ყველამ ვიცით?! ცურვა არ იცოდა, არ შედიოდა არსად...ჩვენ რომ ამაზე შემდგომ მოვითხოვთ რეაქციას და გვექნება პრეტენზიები ხალხის სათანადო დასჯაზე, ეს იქნება აუცილებლად, უბრალოდ, ახლა ვფიქრობთ, რომ მტკიცებულებითი ხარისხი მაქსიმალურად იყოს გაზრდილი და კორექტულად ვიქცევით, რომ გამოძიებას ხელი არ შევუშალოთ“,– განაცხადა შაქარაშვილის ბიძამ "ტვ პირველის" ეთერში.

კითხვის საპასუხოდ ნიკოლაძემ განაცხადა, რომ ოჯახი ვერსიასაც, რომ შესაძლოა, ახალგაზრდას ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა, სერიოზულად განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა. ოთდღიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. საქმეს ამ ეტაპზე ბრალდებული არ ჰყავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S