ევროკავშირის ელჩი “მეღვინეობა შილდას” ესტუმრა
25/06/2020 17:34:38 ეკონომიკა
ევროკავშირისა და EBRD-ის მხარდაჭერით მდგრადი ენერგიის ჯილდოს გამარჯვებული ქართული ენერგო ეფექტური კომპანია „მეღვინეობა შილდა“ გახდა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქვეყნის და რეგიონის ეკოლოგიაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის და შესაბამისად, დიდი ყურადღება ეთმობა ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოში მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას.
დღეს მეღვინეობას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარლცელი სტუმრობდა, რომელმაც ენერგოეფექტური სტანდარტით აღჭურვილი ქარხანა დაათვალიერა.
ევროკავშირისა და EBRD-ის მხარდაჭერით შეძენილმა ენერგო ეფექტურმა აღჭურვილობამ „მეღვინეობა შილდაში“: 60%-ით შეამცირა მოხმარებული ენერგია, ხელი შეუწყო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას, მოხდა მოხმარებული ენერგიის საგრძნობლად შემცირება.
„მეღვინეობა შილდაში“ აღნიშნავენ, რომ ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისათვის. ასევე, აღსანიშნავია, კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების როლი, რომელთა დაუღალავი შრომით საუკეთესო შედეგი იქნა მიღწეული.


