„ევრონიუსი“: საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ
25/06/2020 18:41:55 ეკონომიკა
„ევრონიუსის“ ცნობით, ევროკავშირმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებს საზღვრების გახსნის შემდეგ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ.
სიის სამუშაო ვერსია „ევრონიუსმა“ დიპლომატიური არხების მეშვეობით მოიპოვა.
მედიასაუალების ცნობით, ამ დრომდე სადავო რჩება საზღვრების გახსნის თარიღი. პირველადი ვერსიით, საზღვრების გახსნა პირველი ივლისიდან უნდა დაწყებულიყო.
ევროკავშირის სიაში საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებიდან მხოლოდ თურქეთია. საზღვრების გახსნა ასევე შეეხებათ უკრაინისა და ჩინეთის მოქალაქეებს.
როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, სიამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან ევროკავშირის სიაში ვერ მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც „კოვიდ-19“-სგან ყველაზე მეტად არის დაზარალებული. სიაში ასევე ვერ მოხვდნენ რუსეთი, ბრაზილია და ყატარი.
ბრიუსელში საზღვრების გახსნის საკითხზე დისკუსია 26 ივნისსაც გაგრძელდება.


