
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
26/06/2020 07:07:32 სამართალი
საბერძნეთში პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, რომელთაც ქურდობასა და მოპარული ნივთებით ვაჭრობაში დასდეს ბრალი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი ქალია. გამოძიების ცნობით, მათ 15 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.ინციდენტი ქალაქ რეტმინონში მოხდა.
პოლიციის ცნობით, 38 წლის ქართველი მამაკაცი 25 მაისიდან 23 ივნისამდე პერიოდში ჩადენილ 11 ქურდობაშია ეჭვმიტანილი.
პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლიდან მოპარული ნივთები და ძვირფასეულობა ამოიღო. მათი ნაწილი მეპატრონეს დაუბრუნეს.