Accentnews.ge
სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა

სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა

18/06/2019 07:34:21 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან თავად განაცხადა.

“რამდენიმე კვირის განმავლობაში მქონდა კონსულტაციები პრემიერთან. ჩვენ მსჯელობდით, როგორი იქნებოდა ოპტიმალური გადაწყევტილება იმისათვის, რომ რეფორმები უფრო ეფექტურად და ინტენსიურად განხორციელებულიყო. ჩვენ დღეს გვექნება საშუალება, რომ პრემიერთან ერთად გავაკეთებთ განცხადებას ამის შესახებ, თუმცა ეს არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება და ამის ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ“, – განაცხადა სერგეენკომ. 

მისივე განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მას მმართველი პარტიის ტავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილტან კომუნიკაცია არ ჰქონია. 

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, იგი თანამდებობას ტოვებს, თუმცა მმართველი გუნდის წევრად კვლავ რჩება: 

"ის გუნდი, რომელშიც მე ამდენი ხნის განმავლობაში ვიყავი,  ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის. ძალიან მნიშვნელოვანია იმით, რომ სწორედ ამ გუნდის გადაწყვეტილებამ შესაძლებელი გახადა ათეულობით ათასი ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენა. ასე, რომ ეს გუნდი ჩემთვის ძალიან მაღალი ღირებულების არის და მომავალში თუკი სადმე ვიქნები, ჩემი თავი მხოლოდ ამ გუნდში წარმომიდგენია. არსად არ წავსულვარ გუნდში ვრჩები". 

სერგეენკო ადასტურებს, რომ დღეს პრემიერი ახალ ჯანდაცვის მინისტრს წარადგენს და მისი შემცვლელის წარდგენას თავადაც დაესწრება.

დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ – 2012 წელს დაინიშნა.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S