Accentnews.ge
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ევროპის ჩემპიონი ძიუდოში

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ევროპის ჩემპიონი ძიუდოში

26/06/2020 08:19:53 სამართალი

არსებული ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს შორის ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი ძიუდოში გიგა ტატიაშვილიცაა. სავარაუდოდ, მის ავტომობილში მყოფი 5 პირიდან ერთ-ერთს ეკუთვნის რკინის ხელკეტი, რომელიც საქმეში ფიგურირებს.

ცნობისთვის: დღეს დილით სამართალდამცველებმა გიორგი შაქარაშვილის საქმის ირგვლივ 17 პირი დააკავეს, მათგან სამი მორაგბეა: არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე და ნიკა ჟვანია. არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ასევე არიან თენგო ბარბაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, ირაკლი მამულაძე. განცხადება შსს–ში დღეს დაკეთდება და გაირკვევა, რომელ დაკავებულს რას ედავება გამოძიება.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით, წვეულების მონაწილეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც შემდეგ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს გაგრძელდა. სწორედ იმ მონაკვეთიდან დაიკარგა გიორგი შაქარაშვილის კვალი.

თავდაპირველად გამოძიება დაიწყო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით, რომელსაც მოგვიანებით დაემატა ძალადობის მუხლიც.

გიორგი შაქარაშვილი გუშინ დაკრძალეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S