
იტალიაში შინაპატიმრობიდან გაქცეულმა ქართველმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანის გაქურდვა სცადა
26/06/2020 09:35:18 სამართალი
იტალიაში შინაპატიმრობიდან გაქცეულმა ქართველმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანის გაქურდვა სცადა, – იუწყება იტალიური მედია.
ინციდენტი პისტოიას პროვინციაში მდებარე ქალაქ მონტეკატანიში მოხდა.
გამოძიების ცნობით, ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილმა 41 წლის მამაკაცმა ელექტრონული სამაჯური გადაჭრა და სახლიდან გაიქცა. ამის შემდეგ მან რამდენიმე მანქანის შუშა ჩაამსხვრია. მოგვიანებით, კი ქალს მანქანა გასტაცა და მიმალვას ცდილობდა, როდესაც პოლიციამ დააკავა. დაკავებული ამჟამად პისტოიას ციხეში იმყოფება.