
აშშ მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას იწყებს
18/06/2019 08:14:15 სხვა, მსოფლიო
შეერთებული შტატები მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას იწყებს.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, დეპორტაციის პროცესს საემიგრაციო და საბაჟო პოლიცია მომავალი კვირიდან დაიწყებს. მისივე თქმით, ქვეყანას მილიონობით უცხოელი დატოვებს, რომლების შეერთებულ შტატებში უკანონოდ შევიდნენ.
მან ასევე დადებითად შეაფასა მექსიკის ხელისუფლების მიერ საემიგრაციო კანონების გამკაცრება. "ხალხის შეჩერებით მექსიკა კარგ საქმეს აკეთებს" - წერს დონალდ ტრამპი "ტვიტერში" პირად გვერდზე.