Accentnews.ge
„უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლება პარტიებს შორის დაძაბულობის შემცირების მცდელობა იყო, ეს არის შეწყალება და არა გათავისუფლება“

„უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლება პარტიებს შორის დაძაბულობის შემცირების მცდელობა იყო, ეს არის შეწყალება და არა გათავისუფლება“

26/06/2020 13:00:33 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

„უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლება პარტიებს შორის დაძაბულობის შემცირების მცდელობა იყო, ეს არის შეწყალება და არა გათავისუფლება“, – განუცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტებს კითხვაზე, „თუკი ხსენებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების საგანი არ იყო, რატომ მიესალმნენ ამ ფაქტს შუამავალი ელჩები“.

„რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების დროს, პოლიტიკური დიალოგის დროს, 8 მარტამდე ყველა ეს სახელი იყო ნახსენები. ისინი იყვნენ იმ შეშფოთების ნაწილი, რომლებსაც ოპოზიციური პარტიები გამოხატავდნენ. უნდა ითქვას, ეს არის შეწყალება და არა გათავისუფლება. შეწყალება არის ის, რაც შეიძლება კანონიერად მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში. ეს იყო პოლიტიკურ პარტიებს შორის დაძაბულობის შემცირების მცდელობა. ასე დავინახეთ ჩვენ ის და ასე მიველსალმეთ ამას“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.

ამასთან, ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ "გიორგი რურუა 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S