Accentnews.ge
თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა გრძელდება

თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა გრძელდება

26/06/2020 13:30:19 ეკონომიკა, რეკლამა

თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება. თიბისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 26 ივნისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის სესიას თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით.

"ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი ტორესა მოსი იქნება.სესიის - „ვიზუალური მეხსიერება - აქ.ახლა“ ფარგლებში, გურამ წიბახაშვილი მის მიერ მრავალი წლის განმავლობაში შექმნილ ფოტო-არქივზე ისაუბრებს, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიას დეტალურად ასახავს.

გასულ წელს თიბისიმ, გამომცემლობა „ინდიგოსთან“ თანამშრომლობით, პროექტი - „ზამთარი გატადანილია“ განახორციელა, რომელმაც 1990-იანი წლების საქართველოს შესახებ ფოტო-ალბომი, გამოფენა და მოკლემეტრაჟიანი ფილმი გააერთიანა. წიგნში ავტორის 250-მდე ფოტო და მწერლის - ანა კორძაია-სამადაშვილის ესეები შევიდა,"-ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S