Accentnews.ge
გახარიას თქმით, გამოძიება დეპუტატის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების დამკვეთებზე არ გასულა

გახარიას თქმით, გამოძიება დეპუტატის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების დამკვეთებზე არ გასულა

26/06/2020 14:52:24 სამართალი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო-ჩანაწერის გავრცელების საქმეზე გამოძიება დამკვეთებზე ჯერ არ გასულა.

ეკა ბესელიამ გახარიას შეახსენა, რომ კადრები მისი შს მინისტრობის დროს გავრცელდა და ჰკითხა, ვინ დაგეგმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება და რა მიზანი ჰქონდა:

„რატომ დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ჩვენ უმწვავესი კონფლიქტი გვქონდა მოსამართლეთა 10-კაციანი სიის გამო? რა იყო ეს - დასჯა, სამაგიეროს გადახდა, ანგარიშსწორება, თუ გაფრთხილება ყველა დანარჩენის მიმართ“.

„იმ მომენტში, რაც დაადგინა გამოძიებამ ის არის, რომ ადამიანს, რომელიც მსჯავრდებულია დღეს, როგორც ვიცი, ვინც გაავრცელა, რუსეთიდან აქვს მიღებული, იმყოფება სომხეთის პენიტენციურ სისტემაში. რაც გამოძიებამ დაადგინა, გავრცელება მოხდა აქედან. ეს არის რაც დღემდე გამოძიებას აქვს. დამკვეთებზე ამ მომენტისთვის გამოძიება გასული არ არის. პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რომელიც ვერსიად თქვით, მოსამართლეების დამტკიცება, თქვენც გესმით, რომ ესაა ვერსია, რომელსაც გამოძიება განიხილავს, როგორც ერთ-ერთ ვერსიად. სამწუხაროდ, ეს არის უაღრესად ცუდი პრაქტიკა, რომელიც ამ ქვეყანაშია ბოლო წლების განმავლობაში გავრცელებული და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სტანდარტი ავწიოთ. ჩემთვისაც, პერსონალურად ესაა სამწუხარო და მიუღებელი ფაქტი“, - უპასუხა გახარიამ ბესელიას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S