Accentnews.ge
რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში გაზის ტრანსპორტირება შეჩერებულია

რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში გაზის ტრანსპორტირება შეჩერებულია

26/06/2020 15:01:55 კავკასია

26-დან 29 ივნისამდე რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში გაზის ტრანსპორტირება შეწყდება.

კომპანია “გაზპრომ სომხეთის” ინფორმაციით, მიზეზი მაგისტრალურ გაზსადენ “ჩრდილოეთ კავკაია-ამიერკავკასიის” რუსეთ-საქართველოს საზღვრისპირა მონაკვეთზე არსებული დეფექტის გამოსწორების მიზნით დაგეგმილი სამუშაოებია.

«ამ პერიოდში სომხეთის რესპუბლიკის გაზმომარაგება უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება», – ნათქვამია განცხადებაში.

«გაზპრომ-სომხეთი» რუსული “გაზპრომის” შვილობილი კომპანიაა, რომელიც სომხეთის შიდა ბაზარზე გაზის მიწოდებასა და რეალიზებას უზრუნველყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S