
ფოფხაძე – პრემიერს: “ოცნება” უფრო მეტი ენმ გახდა, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობაა”. დაამთავრეთ "ოცნება" და დამთავრდით როგორც ხელისუფლება"
26/06/2020 15:44:24 საშინაო პოლიტიკა
“ქართული ოცნება” უფრო მეტი “ნაციონალური მოძრაობა” გახდა, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობაა”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტში განაცხადა.
"მე არ მაინტერესებს რომელი უფრო ცუდია "ნაციონალური მოძრაობა" თუ "ქართული ოცნება". არც ერთი არ ხართ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის კარგი. ეს არის ჩემთვის პრობლემა, თორე მე ბევრი მეგობარი მყავს როგორ ოპოზიციის ისე მმართველი პარტიის რიგებში, მაგრამ მე არ ვსაუბრობ პირად ურთიერთობებზე. ერთადერთი ფუნქცია, რომელიც დაგრჩათ არის ამტკიცოთ, რომ "ოცნება" უფრო უკეთესია ვიდრე ენმ. "სად უფრო მეტია დღეს ნაციონალური მოძრაობა "ქართულ ოცნებაში" თუ ნაციონალურ მოძრაობაში?" – ეს არის კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გასცეთ. დღეს "ქართული ოცნება" უფრო მეტი "ნაციონალური მოძრაობა" გახდა, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობაა". ეს არის რეალობა და ვისაც არ მოგწონთ, გაიხედეთ თქვენს გარშემო, გაიხსენეთ თქვენი გადაწყვეტილებები სასამართლოსთან მიმართებაში... მე მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში გვაქვს ძალიან მარტივი გადაწყვეტილებები მისაღები. "ნაციონალური მოძრაობა" რომ დამთავრდეს, ამისთვის უნდა დამთავრდეს "ქართული ოცნება" და ბატონ გახარიას თუ უნდა, რომ ეს გააკეთოს, რომ დაამთავროს "ნაციონალური მოძრაობა", მე პირდაპირ მოვუწოდებ პრემიერს - დაამთავრეთ "ქართული ოცნება", დამთავრდით როგორც ხელისუფლება და ეს იქნება წინაპირობა იმის, რომ დამთავრდეს "ნაციონალური მოძრაობა”,– მიმართა ფოფხაძემ პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას.