Accentnews.ge
ზელენსკის თანდასწრებით ხერსონის პორტი ქართველ ინვესტორებს გადასცეს

ზელენსკის თანდასწრებით ხერსონის პორტი ქართველ ინვესტორებს გადასცეს

26/06/2020 16:02:37 ეკონომიკა

უკრაინამ გააფორმა ხელშეკრულება ხერსონის საზღვაო სავაჭრო პორტის 30-წლიანი კონცესიით Risoil S.A.-ს და Georgian Industrial Group-ის კონსორციუმში შემავალი კომპანიებისთვის გადაცემის შესახებ, - იუწყება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პრეს-სამსახური.

კონსორციუმმა წლის დასაწყისში გამართულ კონკურსში გაიმარჯვა.

«ეს უკრაინის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი საზღვაო კონცესიაა», – განაცხადა ზელენსკიმ დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

როგორც აღინიშნა, უკრაინის ხელისუფლება სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ამ პროექტისგან სამი წლის განმავლობაში 300 მლნ გრივნის ($11,2 მლნ) ოდენობის ინვესტიციას ელის პორტის, ქალაქისა და რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. კონცესიონერმა, რომელსაც უფლება მიენიჭა, პორტის მოდერნიზებისა და განვითარებისთვის ობიექტები ააშენოს, 2030 წლისთვის წელიწადში არანაკლებ 1,36 მლნ ტონის მოცულობის ტვირთბრუნვა უნდა უზრუნველჰყოს.

ცნობისთვის: ქართულ-შვეიცარიულ კონსორციუმში ქართული მხარე აქციათა 60%-იან წილს ფლობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S