
სამადაშვილი –გახარიას: "დიახ, გაგაგდებთ მაგ სკამიდან"
26/06/2020 16:00:59 საშინაო პოლიტიკა
"დიახ, გაგაგდებთ მაგ სკამიდან", – ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პრემიერ–მინისტრ გორგი გახარიას, რომელოიც დღეს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგა.
"ბატონო გახარია, აქ გათეთრებული რომ მიყურებდით ამ კიბეეზე, როცა გეუბნებოდით გადადექითთქო.თქვენ რა გგონიათ, ის ხალხი აქ რომ აღარ დგანან, სადმე წავიდნენ?! უკანასკნელი არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, მარტო ჩემი რიგის უკან დგას 800 000 მოქალაქე და მეტი კიდევ, თუ მთლიან ოპოზიციას ჩავთვლით. ამ ხალხს ძალიან მყარი არჩევანი აქვს გაკეთებული, არ უნდათ თქვენს მეორე სამშობლოს გუბერნიად ყოფნა. დიახ, გაგაგდებთ მაგ სკამიდან, გაგაგდებთ აქ შემოვარდნით კი არა, არჩევნების გზით, ოქტომბერში რომ მოვა", – მიმართა სამადაშვილმა გახარიას.