
"სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ რურუაზე საკანონმდებლო შესწორება შეიტანა აქტში, რომელიც არეგულირებს საქართველო–აშშ–ის თანამშრომლობას სამხედრო მიმართულებით"
26/06/2020 16:03:08 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
"ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ რურუაზე საკანონმდებლო შესწორება შეიტანა აქტში, რომელიც არეგულირებს საქართველო–აშშ–ის თანამშრომლობას სამხედრო მიმართულებით", – ამის "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"დღეს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა რიშმა, აი, თქვენ რომ "ჟორიკას [გიორგი რურუა] ეძახით და ამცირებთ, იმ კაცზე შეიტანა საკანონმდებლო შესწორება აქტში, რომელიც არეგულირებს საქართველოსა და აშშ–ის თანამშრომლობას სამხედრო მიმართულებით. და ამისათვის შესაბამის ბიუჯეტს გამოჰყოფს ასე, რომ ახლა თქვენ გინდა, ერთმანეთში დაუძახეთ გიორგის "ჟორიკა", გინდა აქ ტრიბუნიდან. გიორგი რურუა პოლიტპატიმარია. და ეს უკვე ოფიციალურ დოკუმენტშია დაფიქსირებული", – განაცხადა სამადაშვილმა.