Accentnews.ge
ბოკერია – გახარიას: "მგელი ხართ თქვენ ხომ?  ძალიან კბილებიანი, ძარღვიანი მგელი"

ბოკერია – გახარიას: "მგელი ხართ თქვენ ხომ? ძალიან კბილებიანი, ძარღვიანი მგელი"

26/06/2020 16:19:12 საშინაო პოლიტიკა

"მგელი ხართ თქვენ ხომ ბატონო გახარია? ძალიან კბილებიანი ძარღვიანი მგელი და ძველბიჭობის მაგივრად ქვეყნის დასაცავად რომ გქონდეთ ეს პრინციპულობა არ შეიძლება?", – ასე მიმართა "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც მანამდე ოპოზიციას "კურდღლები" უწოდა.

"რა არის ეს რაღაცა ძველბიჭობა...კურდღლები ხართ... მგელი ხართ თქვენ ხომ ბატონო გახარია? ძალიან კბილებიანი ძარღვიანი მგელი და ეს ძველბიჭობის მაგივრად ქვეყნის დაცვას, სადაც საჭიროა , იქ რომ გქონდეთ პრინციპულობა არ შეიძლება? ამდენი ლაპარაკია და რა უნ და იმის თქმას, რომ ხვალ საქართველოს მტერს ქვეყანაში აღარ შემოვუშვებთ. ხო იძახით არეულობის მომწყობი ძალებია ქვეყანაშიო და არ შემოუშვათ მტრები ქვეყანაში რისი სრული უფლებაც გაქვთ ჩვენი კანონმდებლობით. მარტივი არა რაის თქვათ, რომ ხვალ რუსული სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ორგანიზაციის წევრებს არ შემოვუშვებთ", – განაცხადა ბოკერიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S