
"პრემიერ-მინისტრმა ერთი თვის განმავლობაში მესამე მასტერკლასი ჩაატარა"
26/06/2020 16:48:35 საშინაო პოლიტიკა
"პრემიერ-მინისტრმა ერთი თვის განმავლობაში მესამე მასტერკლასი ჩაატარა",- ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გამოსვლა.
"დღეს კიდევ ერთხელ ნათელი გახდა ის, თუ სად არის დღეს ხელისუფლება და სად არის ოპოზიცია. ძალიან საინტერესო მიმოხილვა იყო იმ პროცესების, რომელიც საქართველოში ამ ერთი წლის განმავლობაში განვითარდა. რეალურად, ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ "ქართული ოცნება" დაკავებულია საქმის კეთებით და ეს დღეს კიდევ გამოჩნდა პრემიერის წლიურ ანგარიშში. რაც შეეხება ოპოზიციას, ის მხოლოდ და მხოლოდ ლაპარაკით არის დაკავებული, თან არა საუბრით, არამედ წმინდა წყლის დემაგოგიით. ეს ნათელი იყო დღევანდელ სხდომაზეც და ეს აჩვენა იმ მოხსენებამ, რომელიც გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტში გააკეთა", – განაცხადა კობახიძემ.
გიორგი გახარია პარლამენტში წლიური ანგარით წარსდგა.