
"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შემდგომი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ იყვნენ"
26/06/2020 17:45:25 საშინაო პოლიტიკა
"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდგომი მოწვევის პარლამენტში, ქვეყნის მტრები აღარ იყვნენ", – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ყველაზე მეტი იმედი მაქვს საქართველოს მოქალაქის. ჩვენ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდგომი მოწვევის პარლამენტში, აღარ ვსაუბრობ ხარისხზე, ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ და მე იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქეების. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთადერთი მოკავშირე - ყველაზე სამართლიანი, ყველაზე გამჭრიახი ქართველი კაცი არის ბრძენი, დიდხანს აკვირდება, მაგრამ შესაბამის, სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს”, – განაცხად გახარიამ.