"თბილისში სასტუმროების 95% ისევ დახურულია"
27/06/2020 12:03:03 ეკონომიკა
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ თბილისში სასტუმროების 95% ჯერ ისევ დახურულია და როდის შეძლებენ მუშაობას, მათთვის უცნობია.
„რეგიონებშია რამდენიმე სასტუმრო [გახსნილი] – შიდა ტურიზმზე მუშაობენ, რაც სასტუმროებისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს: ფასები საქართველოში შარშანდელ ამ პერიოდთან შედარებით განახევრებულია. თბილისში სასტუმროების 95% ისევ დახურულია. მოლოდინის რეჟიმში ვართ ისევ“, - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.
ცნობისთვის: საერთაშორისო რეგულარუსი ფრენების აღდგენა დაანონსებული პირველი ივლისიდან ერთი თვით – პირველ აგვისტომდე გადასწია.


