სომხეთში ამჟამად 10 ათასზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული მკურნალობს

28-06-2020 12:46:26 კავკასია

სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 736 პირს დაუდასტურდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 24 645-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ამჟამად 10 445 ადამიანს უტარდება მკურნალობა.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 12 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან ყველაზე ახალგაზრდა 33 წლის იყო. ამგვარად, დაღუპულთა საერთო რაოდენობა 427-მდე გაიზარდა, ხოლო განკურნებულ პირთა – 13 116–მდე.

ცნობისთვის: ქვეყნის მოსახლეობის დაინფიცრებული პაციენტების რაოდენობასთან შეფარდებით სომხეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა.

სომხეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები თ დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 24 645-მდე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები