
რუსეთში ტყის ძლიერი ხანძრებია (ვიდეო)
18/06/2019 09:01:47 სხვა, მსოფლიო
რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, მათ შორის მაგადანის ოლქში, ბურიატიასა და ჩუკოტკაზე გასული დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 130 ხანძარი მძვინვარებდა, რის შედეგადაც 44,6 ათასი ჰექტარი ტყე დაიწვა, – იუწყება შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოლქის სატყეო დეპარტამენტი.
მისივე ცნობით, ამ დროისთვის მხოლოდ 36 ხანძრის ჩაქრობა შეძლეს. ხანძრის ქრობის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.