Accentnews.ge
შეიარაღებული ინციდენტი ჩუმლაყში: არის მსხვერპლი

შეიარაღებული ინციდენტი ჩუმლაყში: არის მსხვერპლი

28/06/2020 19:27:11 სამართალი

არსებული იფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა: დაიღუპა ერთი მამაკაცი, ხოლო ერთი მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. დაშავებულს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

„რამდენიმე წუთის წინ სასწრაფომ კლინიკაში შემოიყვანა 28 და 30 წლის მამაკაცები. სამწუხაროდ, ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორე მამაკაცის მდგომარეობა კი მძიმეა“, – განაცახადეს კლინიკაში.

ჩუმლაყში მობილიზებულია პოლიცია და კრიმინალისტიკური სამსახური. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დაპირისპირების დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S