Accentnews.ge
თემქაზე დაჭრილი სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თემქაზე დაჭრილი სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

28/06/2020 19:32:03 სამართალი

თბილისში, თემქაზე დაჭრილი სამართალდამცველის ოპერაცია დასრულდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – განაცხადა „ჯერარსის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმმა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა კონსტანტინე მუმლაძემ.

„პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ამჟამად გაღვიძებულია და იმყოფება პოსტოპერაციულ განყოფილებაში. ვიტალური პარამეტრები დამაკმაყოფილებელია. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“, – განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, თემქაზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებული პატრულ-ინსპექტორი შეტყობინების ინიციატორის მეუღლემ დაჭრა, რის შემდეგაც კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადახტა და გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S